„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში 70-მდე აქტივისტმა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში 70-მდე აქტივისტმა დატოვა, ამის შესახებ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კოორდინატორებმა და ზონის ხელმძღვანელებმა განაცხადეს. ნაციონალური მოძრაობის უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ ისინი ნიკა მელიას მხარდამჭერთა გუნდში ინაცვლებენ, მათ უკვე დაიწყეს ამომრჩევლებზე მუშაობა და მთავარი საკითხი, რომელიც მათ დღის წესრიგში დგას ამომრჩევლებთან კონსულტაციები და პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბარია.
მათივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას უახლოეს დღეებში კიდევ არაერთი მხარდამჭერი დატოვებს, რადგან მათთვის მიუღებელია პარტიის ახალი მენეჯმენტის მიერ მისი მიერ გატარებული ცვლილებები და პარტიის ახალი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ხედვები .
„Ჩვენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, საარჩევნო ზონის უბნის კოორდინატორებმა, და წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტიაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, შევუერთდეთ ნიკა მელიას გუნდს, დავტოვოთ” ენმ” და გავაგრძელოთ ნიკა მელიას გუნდთან ერთად ჩვენი სიმართლის ჩვენი სიმართლითა და ღირსებით ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ენმ-ს უკვე ყოფილმა წევრმა ირინა შედანიამ.
ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ, რომელიც ამჟამად ნიკა მელიას მხარდამჭერია, კიდევ ერთხელ დაადასტურა ზუგდიდის საკრებულოში არსებული დაპირისპირება და განაცხადა,რომ ფრაქციიდან ლევან ხაბეიშვილის გუნდის წევრი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარიკო არქანია გუშინ შინაგანაწესის დარღვევისთვის გარიცხეს. დარიკო არქანიას ფრაქციიდან გარიცხვის შესახებ ინფორმაცია გუშინ ექსკლუზიურად stv-მ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდისა და რეგიონის სხვა საკრებულოების წევრების ნაწილმაც დატოვა და მხარდაჭერა ნიკა მელიას გუნდს გამოუცხადა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის საკრებულოში მელიას გუნდის წევრებმა წითლიძის კადრი ენმ-ის ფრაქციიდან გარიცხეს




