ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა მესამე ზონის ხელმძღვანელმა ზვიად ნანავამ დატოვა

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობა” მისმა ერთ-ერთმა ძველმა წევრმა და მესამე ზონის უფროსმა ზვაიდ ნანავამ დატოვა. ნანავა აცხადებს რომ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში შიდა დაპირისპირებაა, რის გამოც იძულებულ გახდა დაეტოვებინა პარტია.
მისი განმარტებით, საარჩევნო შტაბი “ოკუპირებული” აქვს ამავე შტაბის ხელმძღვანელს ანი წითლიძეს და მის გარემოცვას, რომელიც არ იზიარებს პარტიის ცალკეული წევრების მოსაზრებებს და ხედვებს, რის გამოც პარტია დაყოფილია კლანებად. სწორედ, ამ მიზეზების გამო ის პასუხისმგებლობას ანი წითლიძეს აკისრებს და აცხადებს რომ წითლიძე მოქმედებს თვითნებურად და შეუთანხმებლად რაც “ენმ”-ს ყოფილი წევრისთვის მიუღებელია.
მისი თქმით ანა წითლიძე ეწინააღმდეგება გუნდურობის პრინციპს და აზიანებს პარტიას. “ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილი წევრი აანონსებს, რომ შესაძლოა მომდევნო დღეებში პარტია სხვა წევრებმაც დატოვონ. ნანავას ბრალდებეს უპასუხეს “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის საარჩევნო შტაბში.
შტაბის ხელმძღვანელის ანი წითლიძე ადასტურებს რომ ნამდვილად იყო დაპირისპირება უშუალოდ მასსა და ნანავას შორის. ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ნანავას უპასუხისმგებლო ქმედებების გამო მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა პარტია. ცნობისთვის, ზვიად ნანავა წლების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და აქტიური მხარდამჭერი იყო.




