„ნაციონალური მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება გრძელდება. STV-ს ექკლუზიური ინფორმაციით, Ზუგდიდის საკრებულოში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, რომლებიც ნიკა მელიას გუნდს წარმოადგენენ, ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს დარიკო არქანიას ფრაქცია დაატოვებინეს. ცნობილია, რომ დარიკო არქანია, პარლამენტის წევრის ანა წითლიძის კადრია და ლევან ხაბეიშვილის გუნდშია. Ამის გამო მას, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაძაბული ურიერთობა აქვს ფრაქციის იმ წევრებთან, ვინც ნიკა მელიას ღიად უჭერს მხარს.
ფრაქციაში, რომელის თავმჯდომარეც და უმრავლესობაც ახლა ნიკა მელიას მხარდამჭერია, დარიკო არქანიას გარიცხვის მიზეზად, შინაგანა წესების უხეშ დარღვევას, დაუმორჩილებლობას და ,,სხვების” კარნახით მოქმედებას ასახელებენ და აცხადებენ, რომ ის ღიად აფიქსირებდა პირად მიმოწერებში თავის უპატივცემლობას ფრაქციის სხვა წევრების მიმართ.
„ძირითადი მოტივაცია იყო, ის რომ არ ემორჩილებოდა ფრაქციის წესებს. ფრაქციის თავმჯდომარემ განმარტა ყველაფერი და არსებობს მიმოწერებიც, რომ არ აინტერესებდა არაფერი, რაც ფრაქციას ეხებოდა, Რას განიხილავდა ფრაქცია. არ გემორჩილებითო ფრაქციის თავმჯდომარეს წერს და მთელი რიგი სიტუაციები და პროცედურები რაც იყო დარღვეულია ამ ადამიანისგან. ეს იყო მთავარი მიზეზები, რის გამოც ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება. ვერაფერს ვიტყვი, ყველანაირად ჩანს რომ ის მოქმედება სხვების კარნახით, მეტს ვერ დავამატებ ვერაფერს”, – განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ნიკა მელიას გუნდი წევრმა თემურ ბასილაიამ.
STV დაუკავშირდა, Ბრალდებების ადრესატს, ზუგდიდის საკრებულოში, ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარის უკვე ყოფილ მოადგილეს, დარიკო არქანიას, რონელმაც დეტალებზე საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას არ გააკეთებს.
