როგორ მოვამზადოთ ფუჩხოლია I მეგრული სამზარეულო

„ფუჩხოლია“ მეგრული სიტყვაა და დაფშვნილს ნიშნავს. ფუჩხოლიას მოსამზადებლად იყენებენ რძის ნაწარმს, ჭყინტ ყველს, რომელიც ადვილად იფშვნება. დაფშვნილ ყველს უზავებენ ქინძს, ნივრის სოუსს, წიწაკასა და პიტნას.
შეზავებულ მასას ათავსებენ ცხელ ღომში, სადაც ყველი დნობას იწყებს და წვენს უშვებს. ფუჩხოლია ტრადიციული მეგრული სუფრის ერთ-ერთი მადისაღმძვრელი კერძია.






