ზუგდიდიდის საპატიო მოქალაქე, ექიმი ავრორა შონია გარდაიცვალა

ზუგდიდის საპატიო მოქალაქე, ექიმი ავრორა შონია მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ექიმი-თერაპევტი, ქალაქის სამედიცინო საზოგადოების ღირსეული წევრი, სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და კითხულობდა ლექციებს ზუგდიდის სამედიცინო სასწავლებელში.




