ზუგდიდის მერის მამუკა წოწერიას მილცვა

ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს:
,,ჩემო ზუგდიდელებო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობას!
მშვიდობის, ჯანმრთელობის, ბევრი წარმატებისა და ქვეყნის გამთლიანების წელი ყოფილიყოს.
მიმდინარე წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის წარმატებული იყო. ზუგდიდში 212 ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 122 მილიონამდე ლარი შეადგინა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ინფრასტრუქტურის, სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, ახალგაზრდული მიმართულებით. ზუგდიდში მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა, ავაშენეთ ახალი საბავშვო ბაღები, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სკოლებს, დავასრულეთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ახალგაზრდული სივრცის მშენებლობა, რითაც ახალგაზრდების წინაშე დადებული მნიშვნელოვანი პირობა შევასრულეთ.
აგრეთვე, ზუგდიდის მერია ყოველწლიურად ახალგაზრდების მხარდასაჭერად სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს. მათ შორის მერის სტიპენდია. 2023-2024 წლებში 70 სტუდენტი გახდა სტიპენდიანტი, ხოლო 2024-2025 სასწავლო წლებში ეს რიცხვი გაიზარდა და გახდა 104.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ 2024 წელს 67 სტუდენტი დაფინანსდა. სხვადასხვა პროგრამით ჯამში 93 ახალგაზრდას გაეწია ფინანსური მხარდაჭერა.
ადგილობრივი ბიუჯეტით ყოველწლიურად ხდება სპორტის 24 სახეობის მხარდაჭერა.
ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ფესტივლი, მათ შორის საერთაშორისო.
მხარს ვუჭერთ ხელოვნების სფეროს 30 მიმართულებას.
თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რომელსაც ეტაპობრივად აუცილებლად მოვაგვარებთ.
მომავალი 2025 წელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის კიდევ უფრო წარმატებული წელი იქნება. ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური დაცვა და ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდული მიმართულება. ბევრი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ.
ჩვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მიმართული იქნება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ღმერთი იყოს ჩვენი საქართველოს მფარველი.” – წერს წოწერია.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: მადლობა ზუგდიდის მოქმედ მერს მამუკა წოწერიას, მან ძალიან ბევრი იშრომა ამ მუნიციპალიტეტისთვის, მამუკა, არჩევნების შემდეგ საკრებულოში იქნება ჩვენი გუნდის ლიდერი


