ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხის ანთება

„ახალი წლის დღეების“ ფარგლებში, ზუგდიდში ღონისძიება გაიმართა.
ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ მოწყობილი იყო სხვადასხვა დეკორაცია, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
გაიმართა საბავშვო კონცერტი.
საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
საღამო კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თაკო გაჩეჩილაძე, კახა კუხიანიძე, თამთა ჭელიძე, გია ნიკოლაძე, მარიკა თხელიძე, ნინი ქარსელაძე და ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“.




