უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდის ცენტრალური ნაძვის ხის დემონტაჟი მოხდა

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ზუგდიდის მერიამ ცენტრალური ნაძვის ხის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.
ამ დროის მონაცემებით, ზუგდიდში დაზიანებულია 206 კერძო სახლის, 2 მრავალბინიანი კორპუსის, ერთი საჯარო სკოლისა და ერთი საბავშვო ბაღის სახურავი, მოგლეჯილია ხეები, 32 ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 24 საათიან რეჟიმში ჩართულია მერიის ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ და ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები.
საგანგეო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები.




