სტიქიის შედეგად სოფელ ნაგურუში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოანგრია

სტიქიამ წალენჯიხაში, ნაგურუს უბანში ხვიჩავების საცხოვრებელი სახლი დააზიანა. უხვი ნალექის შედეგად სახლის ერთ-ერთი საყრდენი კედელი ჩამოინგრა, რაც საძირკვლის დაზიანებამ გამოიწვია.
ადგილზე ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, წალენჯიხის საკრებულო წევრთან, საჩინოს მაჟორიტარ დეპუტატთან ნანა კეკუასთან ერთად გაეცნო.



