სოფელ ჭითაწყარში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ხანძარი იყო ზუგდიდში. სოფელ ჭითაწყარში თეთრი გიორგის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა, სადაც 3 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
ამდროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.


