მარიამობის წირვას ცაიშის ტაძარში ვიცე-პრემიერი და ქარტული ოცნების ზუგდიდის დელეგატი დაესწრნენ

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ მარიამობის სადღესასწაულო წირვა ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ისტორიულ საკათედრო ტაძარში აღავლინა. წირვას მრევლთან ერთად ვიცე-პრემიერი / თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და ქართული ოცნების ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა დაესწრნენ.
„ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ისტორიული საკათედრო ტაძრიდან მარიამობას გილოცავთ ყველა მართლმადიდებელს. ღვთისმშობელი მარიამი შეეწიოს მის წილხვედრ ქვეყანას და საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს!
მიგახვამანთ მარაშნას!
ბავშვობაში განსაკუთრებულად გვიყვარდა ეს დღესასწაული, ბებია მარიამობას და მის წინა ღამეს ერთგვარ რიტუალებს ატარებდა. რელიგიურთან ერთად მარაშნა იყო ზაფხულის და შემოდგომის შეხვედრის ერთგვარი დღესასწაულიც. საოცარი ტრადიციების მქონე ერი ვართ, თანადგომა, მოყვასის სიყვარული, მეგობრობა და ერთმანეთის გატანა ჩვენზე უკეთ არავის შეუძლია. ჩვენი ოჯახი დღესაც ცდილობს მარაშნას ტრადიცია შევინარჩუნოთ, ასეა სამეგრელოში მცხოვრები ოჯახების უდიდესი უმრავლესობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ მარიამობას!“ – წერს დავით კოდუაფესბუქის ოფიციალურ გვერდზე.




