დავით კოდუა: მე გუნდური მოთამაშე ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო ოლქის დელეგატი დავით კოდუამ დღეს პარტიის ბირთვთან გამართულ შეხვედრაზე სხვადასხვა საკიხზე ისაუბრა, მათ შორის ყურადღება გაამახვილა გუნდურობაზე:
,,მე გუნდური მოთამაშე ვარ, არასდროს მითამაშია ცალკე, გვერდულად, ყოველთვის ვიყავი გუნდურობის მხარეს. მომავალშიც ასე გაგრძელდება. თითოეულ ზუგდიდელს გვერდში დაგიდგებით, თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ახდენდნენ გამარჯვებას და მე თქვენი იმედი მაქვს – გუნდს გვაქვს თქვენი იმედი!
მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის – მადლობა თითოეულს სოციალურ ქსელებში გამოხატული ათასობით დადებითი ემოციისთვის, წერილებისთვის, ზარებისთვის, ქუჩებში გაზიარებული სიხარულისთვის, თქვენს გულებში არსებული მხარდაჭერისთვის!
ჩვენ ერთად შევძლებთ, ჩვენი დიდი გუნდის მხარდაჭერით უფრო მეტი გავაკეთოთ ზუგდიდისთვის, სადაც ახლაც ნამდვილად კეთდება ძალიან ბევრი კარგი საქმე, რომელსაც თითოეული თქვენგანი ხედავს და სარგებლობს. საარჩევნო კამპანიის მზადების პროცესში ვართ, შევდივართ აქტიურ ფაზაში, წინ ბევრი მუშაობა, შეხვედრები, პროგრამები, საუბრები, დიალოგი, საჭიროებების განხილვები და გარდაუვალი გამარჯვება გველოდება. წარმატებები უალტერნატივო „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს ქვეყნის საკეთილდღეოდ!” – წერს კოდუა.
მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი – მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენა დალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული

დავით კოდუა: ზუგდიდში 70-მდე ქუჩის რეაბილიტაციას ვახდენთ, პროცესი გაგრძელდება სანამ ყველა გზას არ მოვაწესრიგებთ


