დავით კოდუა: ზუგდიდში 70-მდე ქუჩის რეაბილიტაციას ვახდენთ, პროცესი გაგრძელდება სანამ ყველა გზას არ მოვაწესრიგებთ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატი კანდიდატი დავით კოდუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას ხვდება.
დავით კოდუამ, სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთად, კარდაკარ შეხვედრები მოსახლეობასთან ქუთაისის, ფურცელაძისა და ერეკლე მეორის ქუჩებზე გამართა.
როგორც დელეგატი კანდიდატი აღნიშნავს, მსგავსი ფორმატის შეხვედრები იძლევა შესაძლებლობას უფრო დეტალურად მოხდეს უბნებისა და ქუჩების საჭიროებების გაცნობა.
„აქ ჩამოთვლილი ქუჩების მთავარ პრობლემას საგზაო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. თუმცა ზუგდიდის 70-მდე ქუჩის მოასფალტება ხდება, მათ შორის ამ ქუჩებისაც. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძლებთ სანამ ყველა ქუჩის შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოწყობა არ დასრულდება“-წერს კოდუა.





მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: ქალაქის ტერიტორიაზე ვახდენთ 70-მდე შიდა გზის რეაბილიტაციას, მომავალ წელს დამატებით 80-ზე მეტ ქუჩაზე მოხდება ასფალტის საფარის დაგება

გეგა შენგელია- ზუგდიდში წლის ბოლომდე 70-მდე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდება


