გეგა შენგელია- ზუგდიდში წლის ბოლომდე 70-მდე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდება

- ქალაქ ზუგდიდში 50-მდე გზა რეაბილიტირდა. ასევე, იწყება მერაბ კოსტავას ქუჩის 2-კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. როგორც ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ აღნიშნა, ჯამში წლის ბოლომდე 70-მდე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდება.
„აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ქალაქში უკვე 50-მდე გზა რეაბილიტირდა, ჯამში წლის ბოლომდე 70-მდე ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდება. მუნიციპალიტეტში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურიზმის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამდენი გზის რეაბილიტაცია ერთდროულად, ზუგდიდში არასდროს არ განხორციელებულა“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.




