ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია 2020 წლის ბოლომდე დასრულდება

- დასრულდა თამარ მეფის და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია, სამუშაოები პარალელურ რეჟიმში 9 ქუჩაზე მიმდინარეობს და დაგეგმილია 36 ქუჩის რეაბილიტაცია.
ზუგდიდის ქუჩების საავტომობილო გზის მონაკვეთები ამორტიზებულია, აღარ არსებობს საავტომობილო გზის საფარი, ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნის როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება.
ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებების, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები.
მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში ჯამში 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, რებილიტირდება ზუგდიდის ცენტრალური – შოთა რუსთაველის, სოხუმისა და აღმაშენებელის ქუჩები




