ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 41 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც შარშანდელზე 6 მილიონი ლარით მეტია. მომავალ წელს პრიორიტეტად განათლება, ინფრასტრუქტურა, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება განისაზაღვრა.
,,დღეს დავამტკიცეთ მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომლის დამტკიცებასაც წინ სდევდა ბევრი შეხვედრა და საჯარო განხილვები,მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა და 2020 წლის სამოქმედო გეგმაში აგვესახა ის რჩევები და რეკომენდაციები რაც მივიღეთ. უნდა აღინიშნოს ის მნიშვნელოვანი სიახლეები რაც 2020 წლის ბიუჯეტში იქნება წარმოდგენილი, ესა სამოქალაქო ბიუჯეტი და ,,მწვანე ბიუჯეტი, “ რაც საკრებულოს ინიციატივებია და რომელსაც აქტიურად დავუჭირეთ მხარი, რამეთუ ეს მოქალაქეების ჩართულობის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. 2020 წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მეტი განვითარებისა და წარმატების წელი იქნება“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
საკრებულოს სხდომას არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




