ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით, სოფელ ნაწულუკუში ყაჩაღობა მოხდა

ყაჩაღობა მოხდა გვიან ღამით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში. არსებული ინფორმაციით, ოჯახში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა, რასაც ოჯახის მეპატრონესთან ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. დაუდასტურებული ინფორმაციით, სახლის მეპატრონეს სხვადასხვა დაზიანებები აქვს სხეულზე. ასევე ცნობილია, რომ დამნაშავეებმა სახლიდან ვერაფრის წაღება ვერ შეძლეს და გაქცევა მოუწიათ.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.




