ხანძარი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში

ხანძარი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში. ადგილობრივების ინფორმაციით ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა და შემდეგ საყანე მინდვრებს მოედო. დამწვარია დაადლოებით 8 ჰექტარი.
ადგილზე მეხანძრე მაშველების 4 ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.




