უგზოობა გააპროტესტეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში

- უგზოობა გააპროტესტეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში.ადგილობრივებმა ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზა რამდნიმე წუთით გადაკეტეს. მათი თქმით, უკვე წლებია სოფელში გაუსაძლისი პირობებია და უგზოობის გამო ბავშვები სკოლაში ვერ დადიან.
მათივე მტკიცებით, აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება თუმცა შედეგი ჯერ არ დამდგარა. აქციის მონაწილეებს ნაცატუს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი შეხვდა და აღნიშნა რომ გზის სარეაბილოტაციო სამუშაო უახლოეს დღეებში დაიწყება.
ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიციის განყოფილების თანამშრონლები.




