წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წუთიანმა ძლიერმა ქარმა და სეტყვამ პრობლემები შექმნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წუთიანმა ძლიერმა ქარმა და სეტყვამ პრობლემები შექმნა. ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. განსაკუთრებით დაზიანდა მიქავას ადმინისტრაციულ ერთეული, ლეჯოლოხეს უბანი, სადაც გრიგალმა საცხოვრებელი სახლის კედელი დაანგრია. სეტყვამ დააზიანა სახნავ-სათესი ნაკვთები და სავარგულები. დაზარალებული მოსახლეობის განცხადებით, განადგურებულია მოსავლის უმეტესი ნაწილი. ქარმა ასრვე მოგლიჯა მრავალწლიანი ხეები და პრობლემები შექმნა საავტომობილო გზებზე.
როგორც წალენჯიხის მერიაში აცხადებენ, პრობლემურ ზონებში იმყოფებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. რაც შეეხება ზარალ ამ დროისთვის უცნობია. მუშაობს მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა და ითვლის ზარალს.








