გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

- გადაუღებელმა წვიმამ და ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები, ჩამოშლილია ხიდ-ბოგირები, ზოგან ჩამოწოლილია მეწყერი.
რამდენიმე ოჯახს ძლიერმა ქარმა სახურავი დაუზიანა. სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის თანამშრომლები- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი ნადარაია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე იასონ შეროზია და სტიქიის შემსწავლელი კომისიის წევრები.
შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად პრობლემები შეიქმნა-ნაკიფუს, მიქავას, საჩინოს, ობუჯის, ჯგალის, მედანის,ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამ დროისათვის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან ლიასა და ფახულანის ტერიტორიაზე,სადაც ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.







