ანუკი ასათიანი: საქართველში პირველად მშობლებისა და შვილების მონაწილეობთ, ზუგდიდის ტექნოპარკის ორგანიზებით ჰაკათონი Family tech ჩატარდა

ზუგდიდის ტექნოპარკში ჰაკათონი Family tech დასრულდა. შვილები მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად პროექტში მონაწილეობას პირველად იღებდნენ. ზუგდიდის ტექნოპარკის მიერ ორგანიზებულ ჰაკათონზე მისი იდეის ავტორი, ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერი ანუკი ასათიანი გვესაუბრა:
„საქართველში პირველად მშობლებისა და შვილების მონაწილეობთ ზუგდიდის ტექნოპარკის ორგანიზებით ჩატარდა ჰაკათონი Family tech. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პირველად ესეთი პრეცედენტი გავქვს, რომ მშობლები და შვილები ორი დღის განმავლობაში ფიქრობდნენ განათლების სფეროში არსებული პრობლემების ტექნოლოგიურ და ინივაციურ გადაწყვეტაზე. რაც მთავარია ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს ამ პროექტს ექნება უფრო მეტი მასშტაბები და მონაწილეობა შეეძლებათ საქართველოს სხვა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ოჯახებს“ – განაცხდა ანუკი ასათიანმა.
ზუგდიდის ტექნოპარკის მიერ ორგანიზებულ ჰაკათონში საერთო ჯამში სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებმა 20 მდე ოჯახმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა პროექტები შექმნეს, სადაც განათლების სფეროში არსებული გამოწვევების ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტებია მოცემული.
„ღონისძიებამდე იდენტიფიცირება მოვახდინეთ განათლების სფეროში არსებული ყველაზე აქტუალური პრობლემების და ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა იმუშავეს ამ გამოწვევების ინიოვაციური და ტექნოლოგიური გზებით გადაწყვეტაზე. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან გრანტის სახით გამარჯვებულს გადაეცა 5 ათასი ლარი, რომელიც განკუთვნილია, იდეის პროტეტიპის შექმნისთვის, ასევე დამატებით გამარჯვებულმა ოჯახმა მიიღო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან 2 ათასი ლარი.“ – განაცხადა ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერმა ანუკია სათიანმა.
ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის და ზუგდიდი მოლის წარმომადგენელმა თავის რჩეულ ოჯახებს ფულადი პრიზები გადასცეს.




