ფოთში, საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია პირველ ივლისს დაიწყება

ფოთში, საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია პირველ ივლისს დაიწყება.
როგორც STV-ს ფოთის მერიაში განუცხადეს, ე.წ. მორიგე ბაღი, ქალაქის მე-12 სააღმზრდელო დაწესებულებაში იფუნქციონირებს. მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღი შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა აღნიშნული მომსახურება ფოთის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.
საზაფხულო ბაღში სწავლა, 15 ივლისს დაიწყება და 15 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
რაც შეეხება სააღმზრდელო პროცესს, ფოთის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ივლისს დასრულდება, ხოლო მომდევნო სასწავლო წლისთვის რეგისტრაციის პირველი ეტაპი 17 ივლისს დაიწყება.
ქალაქ ფოთში 15 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. სააღმზრდელო დაწესებულებებში სიით 1420 აღსაზრდელი ირიცხება.




![9 ივლისს ფოთში საზღვაო სეზონი იხსნება [ფოტორეპორტაჟი]](https://api.stv.ge/uploads/2024/07/IMG_5490-960x867.jpeg)