გვიან ღამით ზუგდიდში გამართულ აქციაზე მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა დააკავეს

ფრაქცია ახალის წევრი მაია კალანდია და დროას აქტივისტი მარიამ სიჭინავა პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. დაკავებულები უფლებადამცველის ინფორმაციით, მარიამ სიჭინავა ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანილი, ხოლო მაია კალანდია, რომელსაც სასწრაფო დახმარების გაწევა დასჭირდა ფოთში. მისივე თქმით, დაკავებულები სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა.
“ორივე მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. გათვალისწინებულია ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრიბა. ამჟამად ერთი დაკავებულო გადაყვანილია ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში, მეორე სენაკში. მე შევხვდი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამას დამაკმაყოფილებელოა, თავა კარგად გრძნობენ. მაია კალანდიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ვინაიდან გარკვეული ჯანმრთელობია პრობლემები აქვს. შესაბამისად, გამოიძახეს სასწრაფო და გაეწია დახმარება.ერთ-ერთი მათგანი ამბობდა, რომ პოლიციისთვის დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მეორე კი, მაია კალანდია ამბობდა, რომ პოლიციელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ორივე მათგანის სასამართლო პროცესი ხვალ ჩატარდება. ორივეს შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. იყი გარკვეული დარღვევები, მაგალითად, არ განუმარტავთ უფლებები, არ მისცეს ადვოკატისა და ოჯახის წევრებისთვის დაერეკათ”,-განაცხადა ადვოკატმა კესო ჩახაიამ.
ცნობისთვის, გვიან ღამით, მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა ზუგდიდის მერიასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. აქცია ზუგდიდში თბილისის საპროტესტო მასშტაბური აქციის პარალელურად გაიმართა. აქციის მონაწილეები, ხელისუფლების მიერ ინიცირებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებენ.




