ზუგდიდში გამართულ აქციაზე ჟურნლისტ გურამ როგავას მხარდაჭერა გამოუცხადეს

ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გურამ როგავას სოლიდარობა გამოუცხადეს.
29 ნოემბერს, „ფორმულას“ ჟურნალისტი, ზუგდიდელი გურამ როგავა, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებდა, რა დროსაც მას სპეცრაზმელი ფიზიკურად დაუპირისპირდა. ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფოტო: რადიო ათინათი




