stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

24.04.2024 / 24 აპრილი 2024
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სოფელ ჩხორიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან  გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ფერმერ გიორგი გაბუნიას თხილის ბაღი დაათვალიერა და იმ ფერმერებს შეხვდა, რომლებიც თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იღებენ სახელმწიფოსგან მიზნობრივ დახმარებას.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მხარდაჭერა მიმდინარე წელსაც მაქსიმალური იქნება; ფერმერებს 50-მდე აგრონომი თხილის ბაღების სწორად მოვლის კუთხით გაუწევს საჭირო კონსულტაციებს, პროცესში ჩართულია თხილის მწარმოებელთა ასოციაციაც.

„დღეს ფერმერმა ის რეალობა უნდა გაითვალისწინოს, რაც კლიმატის ცვლილებით შეიქმნა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაღების სწორად მოვლა. ცალკე გამოწვევაა აზიური ფაროსანა. ამ მიმართულებითაც საქართველოს მთავრობა წელსაც მაქსიმალურს გააკეთებს. ინდუსტრიულ ბაღში 2,5-3 ტონაა მოსავლიანობა; მცირე ფერმერებსაც შეუძლიათ, გააორმაგონ მოსავალი, რაც გაცილებით მეტ შემოსავალს მისცემს თითოეულ ოჯახს და საბოლოო ჯამში ქვეყანას. მცირე მეწარმეების მიერ მოსავლიანობის გაზრდის შემთხვევაში, თხილის ექსპორტიორებში მესამე ადგილს დავიკავებთ. სწორი მოვლით ამის მიღწევა შეგვიძლია, სახელმწიფო პროგრამაც სწორად ამას უწყობს ხელს. მთავარია, რომ ყველამ ერთად, უკეთესი შედეგის მისაღწევად, ძალები გავაერთიანოთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე ფერმერებმა სახელმწიფოს მხრიდან გაწეულ დახმარებაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ არსებული პროგრამებით ბაღების მოვლის ხარჯები 60-70 პროცენტით შეუმცირდათ. ფერმერებმა ასევე ისაუბრეს თხილის ბაღების სწორად მოვლის კუთხით სამინისტროს მხრიდან ცოდნის ამაღლებისთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც.

„თანამიმდევრული და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები საშუალებას აძლევს ჩვენს ფერმერებს, რომ ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარს მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი პროდუქცია შესთავაზონ, რაშიც სამინისტრო მაქსიმალურად არის ჩართული. გარდა იმ მხარდაჭერისა, რაც მოიცავს ბრძოლას მავნებლებთან და სუბსიდირებას, ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამები, რაც აუცილებელია ბაღის სწორად მოვლისათვის“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება.

პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. დარიცხულია 15 მლნ ლარზე მეტის ეკვივალენტი აგროქულა.

წინა პოსტი

„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავში, გახარია – „ნაცმოძრაობის“ კოალიცია დაშალა – გადაყენებულია საკრებულოს თავმჯდომარე – ემუქრება თუ არა იგივე გიგა ფარულავას?

შემდეგი პოსტი

ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა

ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა

ოთარ შამუგია და გიორგი გუგუჩია სოფელ რუხში, მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ

ოთარ შამუგია და გიორგი გუგუჩია სოფელ რუხში, მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ