stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

ოთარ შამუგია და გიორგი გუგუჩია სოფელ რუხში, მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ

31.03.2022 / 31 მარტი 2022
ოთარ შამუგია და გიორგი გუგუჩია სოფელ რუხში, მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში იმყოფებოდა. მინისტრმა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, თხილის ბაღები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

„საქართველოში თხილის წარმოება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოგეხსენებათ, გვქონდა გამოწვევა აზიური ფაროსანას სახით, რომელიც ჯერ კიდევ დღის წესრიგის ნაწილია. სახელმწიფომ, ფერმერებთან ერთად, მეთხილეთა ასოციაციის ხელშეწყობით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩაატარა. წელსაც მნიშვნელოვანი სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი და შესაბამისი თანხებია გამოყოფილი. ყველა ღონისძიებას გავატარებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზიანი. სახელმწიფოს და ფერმერების კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო; ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გავზარდეთ თხილის წარმოება და გავზარდეთ ექსპორტი, დაახლოებით, 115 მლნ დოლარის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის უდიდესი ნაწილი, თითქმის 80%, ევროკავშირზე მოდის. ჩვენი მიზანია, მეტი შესაძლებლობა მივცეთ ჩვენს ფერმერებს, მიიღონ უფრო ხარისხიანი მოსავალი და შესაძლებლობა ჰქონდეთ, კარგ ფასად მოახდინონ რეალიზაცია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, მეთხილე ფერმერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით და გაზრდილია თხილის წარმოება. ფერმერებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2019 წელს „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად შეიმუშავა „თხილის გადარჩენის პროგრამა“. სახელმწიფომ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციას, რომელიც 25 ათასამდე მეთხილე ფერმერს აერთიანებს და რომელთა საკუთრებაშიც 31 ათასამდე ჰექტარია, 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი გადასცა, ხოლო ცოდნის ამაღლების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო 100-ზე მეტი აგრონომ-კონსულტანტის დაქირავება. 2019 წლიდან, აქტიურად დაიწყო კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას, ტექნიკურ და ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის მექანიზმების შექმნას.

„თხილის გადარჩენის პროგრამა“ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის წარმატებული მაგალითია, რამაც ხელი შეუწყო მოსავლის დაზიანებისგან დაცვას, ხარისხის გაუმჯობესებას და ადგილობრივი ფერმერების შემოსავლების ზრდას.

News image 1
წინა პოსტი

სენაკში ქვეყნის უახლესი ისტორიის ორი თარიღი აღინიშნა

შემდეგი პოსტი

სენაკის მერიის სოციალური პროექტი – ,,შინ მოვლის პროგრამა” – საუკეთესო მუნიციპალურ პროექტად დასახელდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა

ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა

ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეთხილე ფერმერებს შეხვდა