სენაკის მერიის სოციალური პროექტი – ,,შინ მოვლის პროგრამა” – საუკეთესო მუნიციპალურ პროექტად დასახელდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი – ,,შინ მოვლის პროგრამა“ საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად დასახელდა. შესაბამისი სიგელი სენაკის მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ გადელიას გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიალი – საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – ,,დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებულ ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართა, სადაც პროექტის ფარგლებში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები გამოავლინეს.
კონკურსში გამარჯვებულ 5 მუნიციპალიტეტს შორისაა სენაკის მუნიციპალიტეტი. კონფერენცია გახსნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და საქართველოში UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ნიკ ბერესფორდმა.




