სენაკის მუნიციპალიტეტში სოციალური აქტივობა გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებს აგრძელებს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სასურსათო ნობათები დაურიგდათ.
პირველადი მოხმარების სურსათის დარიგების პროცესში მონაწილეობა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მერიის მოხალისეებმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა მიიღეს.
საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისადმი თანადგომის აქციები თანმიმდევრულად გაგრძელდება. პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სრული დატვირთვით ახორციელებს მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების გაწევას.
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ 500 ბენეფიციარს – მრავალშვილიან ოჯახებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, შშმ პირებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სასურსათო პაკეტები გადაეცათ.




