სენაკის მუნიციპალიტეტში, თანადგომის აქცია გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში, მორიგი სოციალური აქტივობა განხორციელდა. თანადგომის აქციაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი – ლაშა ახალაია ჩაერთო.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 40 ბენეფიციარს სასურსათო ნობათები სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა, მერის წარმომადგენელმა სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოჩა ჭანტურიამ, სენაკელმა ბიზნესმენმა, ლაშა ახალაიამ გადასცეს.
საქველმოქმედო აქტივობა გაგრძელდება და საზოგადოებისთვის ყველაზე მოწყვლად ფენას სრულად მოიცავს.




