stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

გრიგოლ ბერბიჭაშვილი: შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები

18.04.2024 / 18 აპრილი 2024
გრიგოლ ბერბიჭაშვილი: შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით შეწყვიტოს საქართველოს პარლამენტში სადავო კანონპროექტის განხილვა და ამით უარი თქვას დაძაბულობის ესკალაციის რისკზე. მეუფე გრიგოლი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა, ის ასევე ითხოვდა მიხეილ საკაშვილის გათავისუფლებას.

„ჩვენი სამშობლო და მისი სახელმწიფოებრიობა, თავისი უახლესი ისტორიის მანძილზე, უმძიმეს და ურთულეს გზას გადის. მიუხედავად ამ გზაზე არსებული სირთულეებისა და განსაცდელისა, საქართველო მაინც შეუპოვრად მიიწევს წინ!

ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე ვინმემ მარტივად და იოლად გაიარა ცივილიზაციის მოცემული ეტაპი. ისტორიული განვითარების ამ ეტაპზე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ზეგარდამო კურთხევა, ხოლო გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხალხის ნებას, რის აღსრულებასაც ხალხი მიანდობს თავის რჩეულებს.

ეს რჩეულნი დღეს არიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის წევრები და ქვეყნის მთავრობა, ე.ი. ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უდიდესია ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობის ტვირთი ისტორიისა და საკუთარი ხალხის წინაშე!

საქართველოს კონსტიტუციის მერვე მუხლში აღიარებული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში, რითაც ასევე ხაზგასმულია ამ უმნიშვნელოვანესი უხუცესი ინსტიტუტის ისტორიული პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე.

შექმნილი მდგომარეობა, მაღალი სულიერი პასუხისმგებლობის ტვირთი და წარსულის მძიმე გამოცდილება მავალებს, რომ მოგმართოთ, როგორც ერთმა თქვენგანმა და თქვენ შორის უკანასკნელმა:

ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში.

მიმაჩნია, რომ ეს გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას, ხოლო ჩვენს სამშობლოს ააცილებს იმ საფრთხეს, რასაც დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს და შექმნილ ვითარებაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას; მაშინ კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ვეღარ დაიხსნიან ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს.

პატივცემულო ხელისუფლების წარმომადგენელნო, მდაბლად მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით:

თქვენ შეგიძლიათ ამ სახიფათო დაძაბულობის განმუხტვა და შესაძლო მძიმე შედეგების აცილება ჩვენი შვილებისა და სრულიად საქართველოსთვის.

მჯერა, თქვენ შეძლებთ დაძლიოთ პიროვნული წყენები! მჯერა თქვენი ქრისტიანული დიდსულოვნებისა!

ამ დიდმარხვაში, მოახლოებული ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის ზღურბლზე მყოფთ, ყველას გვმართებს ურთიერთმიტევება და მოყვასისათვის თავის დადება და არა პირიქით!“ – ნათქვამია მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

წინა პოსტი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ზუგდიდში დღესაც გააპროტესტებენ

შემდეგი პოსტი

სვანეთში მეწყერი ჩამოწვა ცენტრალური გზა ჩაკეტილია

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ხახუბიას ინიცირებული ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ფოთის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

ხახუბიას ინიცირებული ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ფოთის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ჯარიმებისგან იმ პირთა გათავისუფლების საკითხს, რომლებმაც კოვიდპანდემიის დროს იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესი დაარღვიეს

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ჯარიმებისგან იმ პირთა გათავისუფლების საკითხს, რომლებმაც კოვიდპანდემიის დროს იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესი დაარღვიეს

გრიგოლ ვაშაძე – ჩვენ დავამხობთ ამ ხელისუფლებას

გრიგოლ ვაშაძე – ჩვენ დავამხობთ ამ ხელისუფლებას