ფოთის U15 რაგბის გუნდმა ევროპის ერთ-ერთ მასშტაბურ ტურნირზე მე-6 ადგილი დაიკავა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის U15 რაგბის გუნდმა „კოლხი რაინდები”, ევროპის ერთ-ერთ მასშტაბურ ტურნირში- „პორტუგალიის ახალგაზრდული ფესტივალი 2024-ში“ მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალში მონაწილეობას იღებდა 95 გუნდი, სულ – 9000 მოთამაშე. “კოლხმა რაინდებმა” მე-6 ადგილი დაიკავეს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში, რომელიც 32 გუნდისგან შედგებოდა.
„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს პირველად ასპარეზობდა ქართული გუნდი აღნიშნულ ტურნირში. ფოთის მერია აქტიურად გააგრძელებს სპორტული გუნდების მხარდაჭერას და მუდმივად ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“ – აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.





