სენაკში შხეფის უბანში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკში, შხეფის უბანში, ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, ღირებულებით – 361 282 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან ერთად გაეცნო.
„ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ლოკაციაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ათეული წლების შემდეგ, პირველად, განხორციელდა. პრობლემა, სენაკის მერთან, ერთ-ერთი შეხვედრის დროს დაისვა და მყისიერი რეაგირებაც მოყვა – აღნიშნეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა.“ – ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.





მსგავსი სიახლეები

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი: უკვე გაიწმინდა გზის შესასვლელები და სტიქიის ზონასთან კომუნიკაციის აღსადგენად, მიმდინარეობს დროებითი გზების მოწყობა. სამუშაოები მიმდინარეობს უშუალოდ მდინარის კალაპოტშიც

სენაკში გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს


