პრეზიდენტის ფოტოგრაფმა სამსახური დატოვა, მიზეზი გრიგორიადისის შეწყალებაა

პრეზიდენტის ფოტოფრაფმა თანამდებობა დატოვა. გიორგი აბდალაძემ გადაწყვეტილების მიზეზად სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება დაასახელა.
,, ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე სამართლიანი გადაწყევტილება, დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური, ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანია შეურაცხყოფა ვინც სამშობლოს ემსახურება.” წერს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.
მსგავსი სიახლეები

ბადრი ესებუა ყოფილი სამხედროა, მან სამსახური ბანკის ვალის გამო დატოვა

მე-11 მოწვევის პარლამენტი ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხზეც იმსჯელებს – პრეზიდენტის არჩევის თარიღი მიმდინარე კვირას დასახელდება


