ჭითაწყარის სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ ვებ გვერდზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის სრული რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. ტენდერი მიმდინარე წლის 28 მარტს დასრულდება. სკოლის სრული რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის 2 783 325 ლარი დაიხარჯება.



