ბათლომე შელია ოპოზიციაზე: ბიძინას მოგებას როგორ აპირებენ, წარმოუდგენელია…

ბათლომე შელია, რომელიც წლების განმავლობაში ჯერ ნაციონალური მოძრაობის შემდეგ კი ევროპული საქართველოს ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი იყო ოპოზიციის დღევანდელ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს. თავად შელიამ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ტაიმ-აუტი აიღო და დროებით საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.
„მეგობრებო, წლების განმავლობაში ფბ-ში და პოლიტიკურ, საზოგადოებრივ სივრცეში აქტიურად მყოფი, ბოლო პერიოდი არაფერს რომ არ ვწერ აქ, კი ხედავთ და ბევრმა მკითხეთ კიდევაც…
რაც ჩამოვედი, პოლიტიკაში ჩემი აქტიურობის მოლოდინიც ბევრმა დამიფიქსირეთ და ყველას კი გპასუხობთ, რომ დაახლოებით ერთ თვეში ვაპირებ ევროპაში დაბრუნებას და ამ ეტაპზე არ განვიხილავ არანაირ პოლიტიკურ აქტივობას, მაგრამ ვინც არ იცით და გაინტერესებთ, აქაც დავწერ.
სადაც არ უნდა ვიყო, მე რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები არ მაინტერესებდეს, როგორ შეიძლება და ყველაფრის საქმის კურსში ვარ, მაგრამ რადგან სხვა საქმიანობით ვარ ამ ეტაპზე დაკავებული, ამიტომ არც პოლიტიკურ პროცესებში ვერევი და არც გამოვხატავ ჩემს პოზიციას მიმდინარე პროცესებზე.
თან რომ ჩავერიო, იმდენად ფართოდ მომიწევს გასაკრიტიკებლებთან, გასაბანძებლებთან, ციდან ჩამოსაშვებებთან და ზედმეტად თავდაჯერებულებთან კამათი, რომ საქმესაც უნდა მოვწყდე და ისევ გადავეშვა ამ დღევანდელ უსუსურ, დიდწილად უზნეო პოლიტიკურ სივრცეში, რაც მართლა არ მიღირს…
არც იმას გეტყვით რომ არასდროს დავუბრუნდები პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ ამ ეტაპზე ეგ დიდი სისულელეა ჩემი მხრიდან, აზრიც არ აქვს და ამიტომ ჩემი ახალი ბიზნესის განვითარებაზე ვიმუშავებ.
ჩემს წილ წონიან აგურს ამ ხელისუფლების გასასტუმრებლად მე მაინც დავდებ დისტანციურადაც, მაქვს ამის რესურსი და დრო რომ მოვა გაგაგებინებთ როგორ გავაკეთებ ამას, მაგრამ აქედანვე საპარლამენტო და საკრებულოს სკამებზე “უფრო მოდარდე” პოლიტიკოსებთან ამის განხილვაც არ ღირს…
მართლა კატასტროფაა რაც ახლა პოლიტიკურ ველზე ხდება, ზუგდიდში ხომ საერთოდ და ასეთი “შემართებით”, ასე ფესვებგადმული ბიძინას მოგებას როგორ აპირებენ, წარმოუდგენელია…
ზოგს მართლა ვგულშემატკივრობ…
განსაკუთრებით ისეთებს, ვინც მინიმუმ სამართლიანად გამოიყურება მაინც, როგორ კრიტიკულადაც არ უნდა ვიყო მათ მიმართ, მაგრამ ჯერ რაც ჩანს, ისევ ბიძინასთვის სასურველი სცენარით მიდის პროცესები და ისევ ისეთი მთავარი მოწინააღმდეგის გამოკვეთას აპირებს, რომელიც რაც იყო იმის მეათედიც არ არის და მაინც იქაჩება…
შორშა ვამალნენა აში, დო ე ჰავაშ კაჩუა ხოლო მუთუნს ვამომღანა…“ – წერს ბათლომე შელია ფეისბუქზე.
მსგავსი სიახლეები

ბათლომე შელია – გუბერნატორის ბეგრაუნდი დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას ვერ იძლევა

რატი ბრეგაძე ხაზარაძეზე: წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელსაც ქვეყნის სამსახურში დეკლარირებულად ყოფნა სურს, მოსთხოვო საკუთარ სახელმწიფოს მისი ბიუჯეტის მეოთხედი და ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო მოსახლეობა


