ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 2 უცხოელს აღმკვეთად პატიმრობა შეეფარდა

Ზუგდიდში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, დაკავებულ უცხოეთის 2 მოქალაქეს აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. Მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაკავებულებს 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
Ბრალდებულებს გამოძიება, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას ედავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულის დამტკიცების შექმთხვევაში, დაკავებულებს, 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.




