მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

- საკუთარი მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს ფოთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო და მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგონლობა აღკვეთ ღონისძიებად პატინრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
რაც შეედება დაცვის მხარის პოზიციას, დაცვის მხარე მიიჩნევს რომ არ არსებობდა საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ადვოკატ ჯიტა გულიას თქმით, მოსამართლის დღევანდელ უსამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის ხობისბპოლიციის თანამშრონლებმა ნათესავის გაუპატიურების ბრალდებით 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ყოფილი სამხედრო დააკავეს. დაზარალებულის თქმით, მან სექსუალურად იძალადა საკუთარ ბიძაშვილზე.საქმის მასალების მიხედვით ინციდენტი ერთი წლის წინ მოხდა.




