ჩხოროწყუში ქარმა 60-მდე სახლი დააზიანა

Ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში Პრობლემები შექმნა. Ქარმა 60-მდე საცხოვრებელ. Სახლს გადახადა სახურავი და დააზიანა ინფრასტრუქტურა.
გრიგალმა მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები, რის გამოც საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა. უამინდობის შედეგად ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. აბონენტების ნაწილი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. Პრობლემურ ლოკაციებზე მუშაობენ “ენერგო-პრო ჯორჯია” – ს მობილური ჯგუფები.
„გამთენიისას ამოვარდნილმა ძლიერმა გრიგალმა, მთლიანპბაში დააზიანა 60-მდე საცხოვრებელო სახლი. Მოგლოჯა ხეები, ფაქტოურად, გაწმენდითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. Ქარმა შექმნა ძალიან დიდი პრობლემები ჩვენს მუნიციპალოტეტში. Სტიქიის სალიკვიდაციო მუდმივმოქმედი კომისია გასულია პტობლემურ ადგილებზე, ითვლის ზარალს და დღის მეორე ნახევარში იქნება სრული სურათი. Პირველადი მონაცემებით ზარალის ოდენობა დაახლოებით 100 ათასი ლარია, შესაძლოა ეს ციფრი გაიზარდოს 150 ათას ლარამდე. Ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გავუწიოთ დახმარება დაზარალებულ მოსახლეობას” – განაცხადა დათო გოგუამ stv-სთან საუბარში.
Ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას, ინფორმაციით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და პრობლემურ მონაკვეთებზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად შექმნილია სპეციალური კომისია, ითვლიან ზარალს და ყველა დაზარალებულს Გაეწევა შესაბამისი Დახმარება.




