სოფელ ობუჯში 60-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშე დარჩა

ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სასონგულიოს უბანში ძლიერი წვიმების შედეგად სასმელი წყლის მაგისტრალი სრულად დაზიანდა და 60-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშე დარჩა.
ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფის ჩართულობით დაიწყო მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები და წყლის მიწოდება მოსახლეობისათვის აღდგენილია.
პარალელურად ტექნიკური სამუშაოები გრძელდება და მაგისტრალი სრულად რეაბილიტირდება.





