სტიქია წალენჯიხის სოფელ ნაგურუში 12 ოჯახი ხიდის გარეშე დარჩა

სტიქიამ, წალენჯიხაში პრობლემები შექმნა – რამდენიმე საათინი გადაუღებელი წვიმის შედეგად, სოფელ ნაგურუში, ადიდებული მდინარე საავტომობილო ხიდი დააზიანა. მოვარდნილმა ღვარცოფმა ხიდს სამაგრები გამოაცალა, რის გამოც საავტომობილო ხიდის გარეშე დარჩენილია 12 ოჯახი. დატბორილია და განადგურებულია ნათესები, დაზიანებულია საავტომობილო გზები. სტიქიის შედეგად, სოფელ ლიაში რამდენიმე სახლი და საკარმიდამო ეზო დატბორა.
არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით უახლოეს პერიოდში დაიწყება გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. დაზარალებული მოსახლეობისთვის კი ალტერნატიული დროებითი გზა მოეწყობა.




