ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში სახლებში წყალი შევიდა

ძლიერმა წვიმამ ზარალი მიაყენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის წყოუშისა და ქალაღალის უბანსაც. ჩაანგრია ხიდბოგირები, დაიმეწყრა ტერიტორიები, დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, დაზიანდა შიდა საუბნო გზები. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
ამავდროულად საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და ეზოები დაიტბორა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაიმეწყრა ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში. სქტიაიმ საავტომობილო ხიდი დააზიანა სოფელ ნაგურუში.




