ფოთის მერმა წიგნის კითხვის დღე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან აღნიშნა

ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ წიგნის კითხვის საერთაშოროსო დღე ფოთის მეხუთე საჯარო ბაღში ბავშვებთან ერთად აღნიშნა. ვაჭარაძე ამის შწსახებ სოციალურ ქსელ ფეიაბუქში წერს და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.
,,წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე, ქალაქ ფოთის #5 საჯარო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად მხიარულად აღვნიშნე.
ვისაუბრეთ, ვითამაშეთ და დავმეგობრდით.
მადლობა პედაგოგებსა და ბავშვებს აქტიური ჩართულობისა და პოზიტიური განწყობის შექმნისთვის.
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს პატარა მეგობრებს,” – წერს ვაჭარაძე.




