უკრაინაში ორი ქართველი დაიღუპა მათგან ერთი სენაკელია

უკრაინაში, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა – ინფორმაციას ,,ქართული ლეგიონი” ავრცელებს.
დაღუპული მებრძოლებიდან ერთ-ერთი, სენაკელი გოჩა ჟვანიაა.
,,აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!”, – აღნიშნულია “ქართული ლეგიონი” – ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




