Ზუგდიდში კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

„თავისუფლება კაკოს და გიორგის”, “დასრულდეს შერჩევითი სამართალი“, „შეწყდეს გამოსახლებები“, – ამ ლოზუნგებით, ზუგდიდში აქცია გაიმართა.
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ბინიდან გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე, დაკავებულ კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას, მხარდასაჭერად მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები, ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან შეიკრიბნენ და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. დაკავებულების მხარდასაჭერი აქცია, დედაქალაქსა და რეგიონებში რამდენიმე დღეა იმართება.
პოლიციამ, 23 იანვარს თბილისის ცენტრში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს, 20-მდე მოქალაქე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით, მოძრაობა “ხმის” ორი თანადამფუძნებელი – გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა. ორივე მათგანს აღმკვეთ ონოსძიებად პატიმრობა შეეფარდა. Გამოძიება დაკავებულებს, აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება.




