პროექტ „ახალი თაობა“ ფარგლებში ბანაკი ანაკლიაში მოეწყო

ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, 2024 წლის მცირე გრანტების კონკურსში („რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“) გამარჯვებული პროექტი „ახალი თაობა“ დღეს დასრულდა და თითოეულ მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცა.
ბანაკი ანაკლიაში, Deja vu – Hostel & Camping Sector -ში მიმდინარეობდა, რომელიც სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით იყო დატვირული. სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს, არაფორმალური განათლების მეთოდებითა და ტექნიკით მიეწოდათ ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესისა და საბანაკე ცხოვრების სტილის შესახებ.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და ტრენინგების დაყრდნობით, ახალგაზრდები განივითარებენ უამრავ უნარ-ჩვევას და შექმნიან წინაპირობას, იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში და დაამკვიდრონ ჯანსაღი ცხოვრების წესი.










