ნაკრაში ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა, სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ეკა ვიბლიანის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ იპოვეს. გრძელდება მდინარე ნაკრასა და მდინარე ენგურში, კიდე ორი დაკარგული ახალგაზრდის – გიორგი ვიბლიანისა და საბა გვარმიანის საძიებო სამუშაოები.
ძებნა-შველის ღონისძიებებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩართული არიან ადგილობრივებიც.
ცნობისთვის, 2 მაისს მესტიის სოფელ ნაკრაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომანქანით გადავარდა. სამივე ახალგაზრდა სკოლის მოსწავლე იყო.




