„გემო ფესტი“ მესტიაში 24-25 თებერვალს გაიმართება

მესტიაში „გემო ფესტი“ 24-25 თებერვალს გაიმართება. თავდაპირველად ფესტივალი 17-18 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოში დატრიალებული სტიქიური უბედურებების გამო გადაიდო:
„სამწუხაროდ, ბოლო დღეებში არაერთი ტრაგედია მოხდა, რომლით გამოწვეულ მწუხარებასაც, მთელ საქართველოსთან ერთად, ჩვენც სრულად ვიზიარებთ.
გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საყვარელი „გემო ფესტი“ ერთი კვირით გადავდოთ და ჩავატაროთ 24-25 თებერვალს.
გვჯერა, რომ ყველასათვის გასაგები იქნება ჩვენი პოზიცია.
შევხვდებით მესტიაში 24-25 თებერვალს“ – ნათქვამია ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




