ნიკა მელიას გამოჩენისთანავე სოფელ ნარაზენში ფეხბურთის თამაში პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს [ვიდეო/აუდიო]
![ნიკა მელიას გამოჩენისთანავე სოფელ ნარაზენში ფეხბურთის თამაში პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს [ვიდეო/აუდიო]](https://api.stv.ge/uploads/2024/08/Screenshot-2024-08-17-at-10.06.14-960x620.png)
პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის სტადიონიდან გააძევეს. მელია თანაპარტიელებთან და რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად სოფლის სტადიონზე ამხანაგური შეჯიბრის დასასწრებად მივიდა – თუმცა ადგილობრივებმა მელიას ურჩიეს სტადიონი დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშს შეწყვეტდნენ.
შემთხვევის აუდიო და ვიდეო ჩანაწერი STV-ს ადგილობრივებმა ექსკლუზიურად მიაწოდეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია სამეგრელოში ბოლო ორო დღეა წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავს.

