ალექსანდრე მოწერელია – მხარდაჭერა დიდი გვაქვს და პირველ ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ

- “ქართული ოცნების” აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ საკუთარი არჩევანი მარტვილში N2 საარჩევნო უბანში უკვე გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა, დღეს ხალხი ხმას მისცემს უკეთეს მომავალს.
„დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა, დღეს ჩვენი ხალხი ხმას მისცემს უკეთეს მომავალს. მინდა ყველას ვთხოვო, მობრძანდეთ და მისცეთ ხმა ჩვენს უკეთეს ხვალინდელ დღეს. რაც მთავარია, არჩევნები ტარდება მშვიდობიან გარემოში, ტარდება სამართლიანად, გამჭვირვალედ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა დიდი გვაქვს და პირველ ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია – „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი იყო და არის სოფლის მხარდაჭერა და სოფელზე ზრუნვა

ალექსანდრე მოწერელია: ჩვენ წელს გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური აქტივობა და შეგვიძლია ვიფიქროთ მეორე ეტაპზე – თხილის, როგორც კულტურის შემდგომ გაადგილებაზე და გაზრდილ მოსავალზე


